ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს ეწვევა
ცნობილი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი, ფრედერიკ ბეგბედერი, საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. ავტორის წიგნების ქართველი გამომცემლის, პალიტრა L-ის ცნობით, ბეგბედერი მკითხველებთან შეხვედრებს 4 მაისიდან 6 მაისამდე გამართავს.
პოლიტიკის მეცნიერების, მარკეტინგისა და ჟურნალისტიკის სპეციალისტ ავტორს ათამდე რომანი აქვს გამოცემული. მათგან ყველაზე ცნობილია 99 ფრანკი, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა და ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა საკუთარი ქვეყნის გარეთ. ასიათასობით გაყიდული ეგზემპლარის შემდეგ რომანი გადაიღეს ფილმადაც, რომელიც ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა. არანაკლებ ცნობილია ბეგბედერის 2003 წელს გამოქვეყნებული რომანი Windows on the World, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეხება. ამ წიგნისთვის მწერალმა პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემია, Prix Interallié, მიიღო.
ბეგბედერი საქართველოში 2016 წელსაც იმყოფებოდა. მაშინ ავტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მისთვის "თავისუფლების სიმბოლო" იყო და საქართველოში ჩამოსვლა 2008 წლის ომის შემდეგ უნდოდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგ ავტორს რუსეთის პოლიტიკა და პუტინის ქმედებები არაერთხელ გაუკრიტიკებია, მათ შორის, ცოტა ხნის წინაც, როცა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სხვათა შორის, 2019 წელს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, ქართული ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიას ბეგბედერიც შეუერთდა და ხალხს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები