ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები აუცილებლად გახდებიან მსოფლიო სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები — ინტერვიუ ქეთევან ჩახნაშვილთან
"ექიმის პროფესიონალიზმი მოიცავს არა მხოლოდ მის თეორიულ ცოდნას, არამედ კომუნიკაბელურობას და სხვა ბევრ აუცილებელ უნარს", — ამბობს ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, ქეთევან ჩახნაშვილი.
ამგვარი შეფასებების საფუძველს მას მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება აძლევს — სერტიფიცირებულმა ექიმმა, მოგვიანებით, ჯანდაცვის, დაზღვევისა და მენეჯმენტის სფეროებში მოსინჯა ძალები და დაკისრებულ მოვალეობას ყველგან წარმატებით გაართვა თავი. სულ ცოტა ხნის წინ კი მან ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანის პოზიცია დაიკავა. თავის ახალ ამპლუასა და გეგმებზე ქეთევანმა On.ge-სთან ისაუბრა.
"მე, ჯანდაცვის მენეჯერი, ექიმს, როგორც 'პროდუქტს', ვუყურებდი მენეჯმენტის მხრიდან, ახლა კი მომეცა შესაძლებლობა, რომ მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესშიც მივიღო მონაწილეობა", — ამბობს ქეთევანი, — "მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ დრომდე მიღებული ჩემი ცოდნა, გამოცდილება და უნარები გამოვიყენო, რათა მივცე სტუდენტებს შესაძლებლობა, გახდნენ კარგი ექიმები".
ქეთევანი ხაზს უსვამს, რომ მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მომავალი ექიმების პროფესიული გზის გაკვალვაში მიიღოს მონაწილეობა და ისინი პროფესიონალ, მოთხოვნად და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოაყალიბოს.
მოთხოვნა და კონკურენცია რომ თანამედროვე შრომის ბაზარზე მთავარი მოქმედი ფაქტორებია, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა კარგად იცის — ქეთევანი რამდენიმე წლის განმავლობაში თავადაც მუშაობდა პრაქტიკოს ექიმად, სანამ კარიერას სადაზღვევო სფეროში განაგრძობდა. მოგვიანებით, იგი სახელმწიფო სექტორის სამუშაო პროცესშიც ჩაერთო და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში დაიკავა პოზიცია. ჩახნაშვილის თქმით, ამან მას შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ კერძო, მეორე მხრივ კი, საჯარო სექტორის პერსპექტივიდან დაენახა ექიმის როლი.
სახელმწიფო სფეროდან ქეთევანი კერძო სექტორში დაბრუნდა და უკვე წამყვანი პოზიციები დაიკავა ამბულატორიული ქსელებისა და პოლიკლინიკების მენეჯმენტში. ჯამში, ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში ჩახნაშვილმა 15 წელზე მეტი დაყო; იგი საქართველოს პენიტენციური ჯანდაცვის ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი თანაავტორიცაა. ამავე მიმართულებით ქეთევანი ასევე არის ევროპის საბჭოს ლოკალური ექსპერტი.
მთელი ეს გამოცდილება ჩახნაშვილისთვის იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ თანამედროვე და დინამიკურ საერთაშორისო სამედიცინო სფეროში ექიმის ადგილი დაინახოს და სტუდენტებს მათთვის საჭირო პროფესიული უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.
საერთაშორისოს აღნიშვნა კი ნიშანდობლივია — ალტე უნივერსიტეტში მომავალ ქართველ ექიმებთან ერთად სტუდენტები 16 ქვეყნიდან სწავლობენ. უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო თანამშრომლობებიც პრიორიტეტულია, ამიტომ, ქეთევანის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება.
"ამჟამად ჩვენ გვაქვს მედიცინისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამები", — ამბობს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, — "თუმცა, ამავდროულად, ვგეგმავთ ახალი, მათ შორის, ქართულენოვანი პროგრამების დამატებას.
"ასევე, მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა ტიპის მოკლევადიანი ტრენინგების დაწყებით საინტერესო პროდუქტებს შევქმნით. ამასთან, აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენი სიმულაციური სასწავლო ლაბორატორიის კონცეპტუალურ ცვლილებებზე — ეს სასწავლო სივრცე კი არა მხოლოდ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ექიმებისთვისაც, რათა მათ ახალი პროფესიული უნარები შეიძინონ".
ამასთან, ქეთევანის თქმით, ალტე უნივერსიტეტი გააფართოებს პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოში, როგორც აკადემიურ, ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. ეს კი სტუდენტებსაც და აკადემიურ პერსონალსაც ცოდნისა და გამოცდილების უცხოელ კოლეგებთან გაზიარებაში დაეხმარება.
"ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ჩვენ, როგორც უნივერსიტეტს, გაგვზრდის, ჩვენს სტუდენტებს კი მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ თანამედროვე მსოფლიო სამედიცინო განათლების სისტემის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები“.
დამატებითი დეტალები მედიცინის საერთაშორისო სკოლის პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ალტე უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები