დიდმა ბრიტანეთმა ოკუპანტის ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა. ასევე, აქტივები გაეყინება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილს.

"ჩვენი სანქციები უპრეცედენტო პაკეტი ელიტასა და მათ ოჯახებს ურტყამს, ამავდროულად, ამცირებს რუსეთის ეკონომიკას იმ მასშტაბით, რაც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უნახავს", — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

მანამდე, პუტინისა და შვილებსა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა.

3 აპრილს, მას შემდეგ, რაც ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ბუჩადან ფოტო-ვიდეო მასალები გავრცელდა, ევროპული საბჭოს ლიდერმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე ახალ სანქციებს დააწესებდა.

5 აპრილს ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, 4 ძირითად რუსულ ბანკთან ტრანზაქციების სრულ აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, ისინი დამატებითი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში