საქართველოს ბანკმა მობილბანკის რეფერალ კამპანია დაიწყო. თუ შენ გარშემო არის სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყენებს მობილბანკს, გაუზიარე პრომოკოდი საკუთარი მობილბანკიდან და დასაჩუქრდი.

მას შემდეგ, რაც მეგობარი შენს პრომოკოდს საკუთარ მობილბანკში შეიყვანს და მინიმუმ 5-ლარიან ტრანზაქციას შეასრულებს, ან გაიაქტიურებს რომელიმე პროდუქტს (მაგალითად, გახსნის ელექტრონულ ყულაბას) საქართველოს ბანკის ანგარიშზე ორივე 5-5 ლარს მიიღებთ საჩუქრად.

აქციაში ჩართვა და პრომოკოდის გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, ვინც უკვე იყენებს საქართველოს ბანკის მობილბანკს ან მოწვევის შემდეგ გადმოწერს აპლიკაციას. მოწვეული კი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი პირი, რომელიც 3 თვე ან მეტი არ შესულა მობილბანკში.

რაც მთავარია, შესაძლებელია იმდენი ადამიანი მოიწვიო, რამდენიც გსურს და ყოველ ჯერზე 5 ლარს მიიღებ.

აქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და მობილბანკის გადმოსაწერად მიჰყევი ამ ბმულს.