ბორის ჯონსონის თქმით, ტრანსგენდერი ქალები ქალთა სპორტში არ უნდა ასპარეზობდნენ
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ტრანსგენდერი ქალები ქალების სპორტულ აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ.
"არ ვფიქრობ, რომ ბიოლოგიურად კაცებმა ქალების სპორტულ შეჯიბრებებში უნდა იასპარეზონ. შეიძლება ეს საკამათო საკითხია, მაგრამ ჩემთვის სწორი ასეა", — აცხადებს ჯონსონი, — "და ასევე, მიმაჩნია, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე, იქნება ეს საავადმყოფოებში, საპატიმროებში თუ გასახდელ ოთახებში. ამ საკითხზე ჩემი აზრი ასე ჩამოყალიბდა. თუ ეს სხვა ადამიანებთან კონფლიქტს გამოიწვევს, მოგვიწევს, რაღაცაზე შევთანხმდეთ".
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ეს განცხადება სხვადასხვა საკითხზე საუბრისას გააკეთა. საკითხებს შორის იყო ეგრეთ წოდებული გარდაქმნის თერაპიის აკრძალვა, რომელიც, როგორც ჩანს, ბრიტანეთში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს არ შეეხებათ.
"თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე მხარს არ ვუჭერ ადამიანებს, ვისაც სქესის შეცვლა ან ტრანზიციის დაწყება სურს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ვაგრძნობინოთ სიყვარული და მხარი დავუჭიროთ. მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია და, მგონი, ასე ხელის ერთი მოსმით ვერ გადაიჭრება. სწორ აზრამდე მისასვლელად ბევრი ფიქრია საჭირო", — დასძენს პრემიერმინისტრი.
ჯონსონის ამ განცხადებებს წინ უძღოდა ტრანსგენდერ სპორტსმენთან, ემილი ბრიჯსთან, დაკავშირებული განხილვა მედიაში. ბრიჯსს ველოსპორტის მმართველმა ორგანომ ბრიტანეთში პირველობაზე მონაწილეობა აუკრძალა. 21 წლის სპორტსმენის თქმით, მან ყველა საჭირო საბუთი წარადგინა, მათ შორის, ტესტოსტერონის დონე, რომელიც ადასტურებდა, რომ ტრანსგენდერი ქალი ველოსიპედისტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.
"მე სპორტსმენი ვარ და მსურს, ისევ კონკურენტულად ვიასპარეზო", — ამბობს ბრიჯსი, — "არავის არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება იდენტობასა და საყვარელ სპორტს შორის".
აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ადამიანების სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხზე რამდენიმე კვირის წინ ასევე საკამათო განცხადებები გააკეთა ტრამპის მხარდამჭერმა ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელმაც შეჯიბრის გამარჯვებულად არა პირველადგილოსანი ტრანსგენდერი მოცურავე, არამედ მეორეადგილოსანი სპორტსმენი გამოაცხადა.
რაც შეეხება ბრიტანეთში "გარდაქმნის თერაპიის" აკრძალვას, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ აკრძალვა ამ პრაქტიკის ტრანსგენდერ ადამიანებზე განხორციელებას არ ეხებოდა, რის გამოც ბრიტანეთის მთავრობა და ბორის ჯონსონი ლგბტქ უფლებების დამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს.
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
კომენტარები