Facebook-ის ბოლოდროინდელი კრახიდან გამომდინარე, მისი მშობელი კომპანია Meta ფინანსების მოსაზიდად ახალ გზებს მიმართავს. მათი ფინანსური ტექნოლოგიების გუნდი კომპანიის მეტავერსისათვის ვირტუალურ ვალუტაზე მუშაობს. Financial Times-ის ცნობით, თანამშრომლებმა მას არაოფიციალურად "Zuck Bucks" (მარკ ცუკერბერგის პატივსაცემად) უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის მხრიდან ვირტუალური ვალუტა Diem-ის შექმნისათვის გაღებული ძალისხმევა წინა ჯერზე უსიამოვნოდ შემობრუნდა — იგი 2019-ში გამოუშვეს, თუმცა სხვადასხვა მთავრობამ, კომპანიის გლობალური გავლენიდან გამომდინარე, იდეა დაგმო.

მიუხედავად ამისა, Meta ვალუტის ბლოკჩეინზე აგებას არ გეგმავს, განსხვავებით მიმოქცევაში მყოფ კრიპტოვალუტათა უმრავლესობისგან.

Financial Times-ს თუ დავუჯერებთ, სანაცვლოდ კომპანიას "სოციალური ტოკენების" ან "რეპუტაციის ტოკენების" შექმნა სურს, რომლებიც შესაძლოა, მოდერატორებს ან სხვა მომხმარებლებს ჯილდოს სახით გადაეცეთ Facebook-ის სხვადასხვა სივრცეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, Meta ცდილობდეს, ფეისბუქზე არსებული უამრავი სივრცის შუამავლობა თავიდან აიცილოს და მათ საშუალება მისცეს, თავი თავადვე მართონ ეფექტურად.

მოუხედავად ამისა, კომპანია თავისი ზოგიერთი პროდუქტის დეცენტრალიზებას მაინც არ წყვეტს. ეს კონკრეტული პროექტი ბლოკჩეინს არ ეფუძნება, თუმცა ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ კომპანია Instagram-ის აპლიკაციაში NFT-ების ინტეგრირებას გეგმავს. საგულისხმოა, რომ Facebook NFT-ების საპილოტე პროექტზეც მუშაობს.

ასევე იხილეთ: მარკ ცუკერბერგი ადასტურებს – NFT-ები მალე Instagram-ზე გამოჩნდება

მიუხედავად იმისა, რომ მეტა კვლავაც უზარმაზარი კომპანიაა, თებერვალში Facebook-მა ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლები ისტორიაში პირველად დაკარგა. კომპანიის წილებიდან შედეგად ასობით მილიარდი გაქრა.

ასევე იხილეთ: მარკ ცუკერბერგის ჯოჯოხეთური დღე — როგორ დაკარგა Meta-მ $200 მილიარდი

თავისთავად, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად მოახერხებს "Zuck Bucks-ები" კომპანიის მდგომარეობის გამოსწორებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.