ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, შემაძრწუნებელია თავდასხმა, რკინიგზის სადგურზე, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, საჭიროა მეტი სანქციები და მეტი იარაღის გაგზავნა უკრაინისთვის.

"შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმა ერთ-ერთ მთავარ სადგურზე, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობდა. რეგიონში, სადაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმას. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთზე და მეტი იარაღი უკრაინისთვი", — წერს მიშელი.

ოკუპანტებმა დაბომბეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგური, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობდა. უკრაინა აცხადებს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა.