დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 577, ხოლო გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 782 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 761 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 021 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,31%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 2,2%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 1,82%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 981-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564-მდე, ხოლო დღემდე ვირუსს 16 766 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 101;
  • აჭარა — 17;
  • იმერეთი — 37;
  • ქვემო ქართლი — 19;
  • შიდა ქართლი — 21;
  • გურია — 21;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 17;
  • კახეთი — 21;
  • მცხეთა-მთიანეთი — 6;
  • სამცხე-ჯავახეთი — 6;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: