დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს ჩრდილოეთ უკრაინა. ნაწილი ბელარუსში გაიყვანეს, ნაწილი კი დონბასში საბრძოლველად.

"ნებისმიერ მასობრივ გადანაწილებას ჩრდილოეთიდან, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", — ამბობს თავდაცვის სამინისტრო.

ამასთან, ბრიტანეთი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ჯარები განაგრძობენ ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით დაწინაურებას.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში