თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღიპა, რვა კი დაიჭრა. ისრაელის პოლიციამ ამას ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

ისრაელის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯერ ახლო მანძილიდან გახსნა შემდეგ კი ფეხით გაიქცა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს არ დატოვონ სახლები, ფანჯრებიდან თავი არ გამოყონ და აივნებზე არ გავიდნენ.