ძალიან მალე დისნეი ვინი პუჰის ახალ ისტორიას შემოგვთავაზებს, სადაც გაზრდილი ქრისტოფერ რობინის ისტორიას ვიხილავთ, ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ევან მაკგრეგორი შეასრულებს.

სიუჟეტის მიხედვით, ქრისტოფერ რობინი გაიზარდა და ყველა ის ემოცია, რომელიც მას ბავშვობაში ჰქონდა სადღაც გაქრა, დაკარგა წარმოსახვის უნარიც, რომელსაც ის ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა. მისი მეგობრები კი ცდილობენ მასში ყველა გრძნობა თავიდან გააღვიძონ.

ამბობენ, რომ ფილმში შესაძლოა მსახიობი მარგო რობიც ვიხილოთ.