იაპონია მოითხოვს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) გამოიძიოს რუსეთის მიერ კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები, როგორც შესაძლო ომის დანაშაული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

"ამ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არის ომის დანაშაული და ჩვენმა ქვეყანამ მოითხოვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოეძიოს ეს. მე მჯერა, რომ რუსეთმა მკაცრად უნდა აგოს პასუხი", — განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს.

4 აპრილს კიშიდამ კიშიდამ გამოხატა შეშფოთება ქალაქ ბუჩაში უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებზე.