ჯულია რობერტსის სიყვარული ფეხბურთის მიმართ ახალი ამბავი არ არის. ამას მოწმობს ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ ის მანჩესტერ იუნაიტედის თამაშს დაესწრო და ფეხბურთელების თხოვნით მათთან ფოტოსესიაც მოაწყო.

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცე ჯულია რობერტსის ფოტოებმა მოიცვა, რომლებიც მსახიობმა ბარსელონას ფეხბურთელ ლიონელ მესისა და რეალის კრისტიანო რონალდუსთან ერთად გადაიღო. ფეხბურთის გულშემატკივრები დაბნეულები იყვნენ და აინტერესებდათ თუ რეალურად ვისი გულშემატკივარი იყო ჯულია და საერთოდაც, ვისი მიწვევით იმყოფებოდა ის ამ თამაშზე.

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ჰოლივუდის ვარსკვლავი თამაშს მადრიდის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიწვევით დაესწრო, რომელმაც მსახიობს სპეციალურად მისთვის დამზადებული მაისურიც უსახსოვრა. რეალის ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ კი ჯულიამ მესისთან და ბარსელონას სხვა ფეხბურთელებთან შეხვედრაც მოინდომა, რადგან როგორც ამბობენ ის მესის დიდი გულშემატკივარია.