რატომ არის მნიშვნელოვანი დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტირება?
განვითარებულ ქვეყნებში პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია. საქართველოში კი მათი მნიშვნელობა ბოლომდე გააზრებული არ არის. ამიტომ, ქვეყნის მოსახლეობის ჯერ კიდევ მცირე ნაწილი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად.
თოდუას კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პაციენტებს Check-up სერვისი შესთავაზა. ის ყველა აუცილებელ პროფილაქტიკურ კვლევას აერთიანებს და კომპლექსურ სამედიცინო გამოკვლევას გულისხმობს. სწორედ თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელის, მაია მარტიაშვილს დავუკავშირდით პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე სასაუბროდ.
რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, მაშინაც კი, თუ შემაწუხებელი ჩივილები არ გვაქვს?
ადამიანის ორგანიზმს უდიდესი რესურსი და კომპენსატორული მექანიზმი აქვს. თუკი ორგანიზმი რაიმე დანაკლისს განიცდის, ის მას ამ რესურსისგან ივსებს იქამდე, სანამ სხეული სრულად არ გამოიფიტება. ზოგჯერ პაციენტი მხოლოდ გადაღლილობას, ძილიანობას ან უხასიათობას უჩივის და ამ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევს. ამ დროს კი, ისინი, შესაძლოა, ორგანიზმისთვის რაიმე აუცილებელი კომპონენტის დეფიციტზე მიანიშნებდეს და მწვავედ მას შემდეგ გამოვლინდეს, როცა რესურსი სრულად ამოიწურება. დაავადებებიც ნელა ვითარდება, ზოგიერთი სრულიად უსიმპტომოდაც. ხშირად მათ მხოლოდ შორსწასულ სტადიებზე აღმოვაჩენთ ხოლმე, როცა მკურნალობა ეფექტურობას კარგავს ან უკვე შეუძლებელია.
პროფილაქტიკური კვლევები სწორედ ამგვარი გართულებების თავიდან აცილებაში გვეხმარება. საშუალებას გვაძლევს, დროულად დავინახოთ პრობლემა და მოვაგვაროთ იქამდე, სანამ ის შემაწუხებელი გახდება. ამასთან ერთად, ამ ტიპის კვლევებით ვსაზღვრავთ დაავადების განვითარების რისკფაქტორებს და მათ პრევენციას ვახდენთ.
გამოდის, რომ მედიცინაში პროფილაქტიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკურნალობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიურ დაავადებებთან გვაქვს. დღეს კიბო განაჩენი აღარ არის, მისი ადრეული დიაგნოსტირება და მისგან განკურნება შესაძლებელია, თუკი, გარკვეული პერიოდულობით შევიმოწმებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ მწვავე ჩივილების დროს არ მივმართავთ.
როგორია იმ პირველადი პროფილაქტიკური კვლევების ჩამონათვალი, რომლებიც სასურველია ყველამ ჩავიტაროთ?
პროფილაქტიკა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების მთელ წყებას მოიცავს. თუმცა, ჯერ საბაზისო ლაბორატორიული კვლევებით ვიწყებთ. ასეთებია, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა, გლუკოზის, რკინისა და სხვადასხვა ვიტამინების განსაზღვრა ორგანიზმში და ა.შ. ამ პირველადი კვლევებით ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ზოგად სურათს ვიღებთ. ასევე, შედეგებმა შეიძლება ეჭვი მიგვატანინოს რაიმე დაავადებაზე და უფრო სიღრმისეული კვლევის დანიშვნა გახდეს საჭირო. შესაბამისად, დეტალური სურათისთვის, საბაზისოს გარდა, ვატარებთ სხვა ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევებს.
რა სიხშირით არის რეკომენდებული მათი ჩატარება?
ის, თუ რა სიხშირით უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური კვლევები დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მის გენეტიკურ განწყობებზე, ცხოვრების სტილზე და ა.შ. ზოგადად, 40 წლამდე ასაკამდე, სასურველია, ისინი წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს. ამ ასაკის ზემოთ კი, როგორც წესი, სიხშირე მატულობს. ასევე, კვლევების პერიოდულობასა და ტიპებს წინა ანალიზების მაჩვენებლების საფუძველზე ვსაზღვრავთ.
რამდენადაა შესაძლებელი თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში მოსულმა პაციენტმა ყველა აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევა ჩაიტაროს?
თოდუას კლინიკა, ლაბორატორიულად და ინსტრუმენტულად, სრულადაა აღჭურვილი იმისათვის, რომ პაციენტმა ერთ სივრცეში დეტალურად გამოიკვლიოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საბაზისო ანალიზების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, მას აქვე შეუძლია ჩაიტაროს გაფართოებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები.
ზოგადად, უახლესი აპარატურისა და ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს შეგვიძლია, ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია მივიღოთ, თავიდან ავიცილოთ გართულებები და მათი მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური ხარჯი. ამისათვის კი, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს პროფილაქტიკის მნიშვნელობა მედიცინაში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები