ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას მოგება, პასუხობს, რომ არ არსებობს სცენარი, რის მიხედვითაც ასე არ მოხდება, თუმცა ბლინკენი ამბობს, რომ ამას, შესაძლოა, დრო დასჭირდეს.

"საბოლოოდ კი, რადგან რა არის წარმატება, რა არის გამარჯვება? ეს არის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. არ არსებობს სცენარი, რითაც, ეს არ მოხდება. პრობლემა ისაა, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ამ დროში კი გაგრძელდეს სიკვდილი და ნგრევა. თუმცა უკრაინელებმა ნათლად თქვეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ვლადიმერ პუტინის ნებას", — ამბობს ის.

სახელმწიფო მდივანის განცხადებით, რუსეთს აქვს დიდი სამხედრო ძალა დარჩენილი, თუმცა უკრაინელების გადაწყვეტილება, რომ დაიცვან საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უფრო ძლიერია.

"რუსები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გადააადგილებენ საკუთარ ძალებს, კიევიდან უკან დაიხიეს, უკან იხევენ ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ამიტომ ამაგრებენ ძალებს აღმოსავლეთში, დონბასში. მათ დიდი ძალა აქვთ დარჩენილი. უკრაინელებს აქვთ სხვა უფრო ძლიერი რამ, ეს არის გადაწყვეტილება, რომ დაიცვან საკუთარი ქვეყანა მსოფლიოს უამრავი ქვეყნის მხარდაჭერით", — თქვა ბლინკენმა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში