პრობლემები და სირთულეები ნებისმიერი ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მათზე ფიქრისას ხშირად თავს უიღბლოდ ვგრძნობთ და სამყაროზე ვბრაზობთ. მართალია ის ფაქტი, რომ სხვები შესაძლოა ჩვენზე უარესად გრძნობდნენ თავს არ გვართმევს უარყოფითი ემოციების გამოხატვის უფლებას, თუმცა წვრილმანი, ხშირად უჩინარი პრივილეგიებისთვის მადლიერების გრძნობა ზედმეტი არასდროსაა.

Reddit-ის მომხმარებლებმა ჩამოთვალეს ის უჩინარი პრივილეგიები, რომლებიც დაკარგვამდე ჩვეულებრივი რამ გვგონია. ამ სტატიაში 10 ასეთ პრივილეგიას გაგაცნობთ:

1. ჯანმრთელობა

ფოტო: Shutterstock

უფროსი თაობისგან ხშირად გაგვიგია, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია. მართლაც, ამ პრივილეგიას მხოლოდ მას შემდეგ ვაფასებთ, როცა პრობლემები გვექმნება.

2. ემოციურად და ფინანსურად სტაბილური მშობლები, რომლებიც შენზე ზრუნავენ

ფოტო: Shutterstock

სამწუხაროდ, ის, რაც ბევრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, სხვებისთვის ფუფუნებაა.

3. ვაქცინაცია

ფოტო: Shutterstock

"ჩემი ქვეყნის მსგავს განვითარებად ქვეყნებში ადამიანები განკურნებადი დაავადებებისგან კვდებიან", — წერს მომხმარებელი, სახელად NoAd3629.

4. საჭმლის ყიდვა ფასებზე ნერვიულობის გარეშე

ფოტო: Shutterstock

უამრავი ადამიანი მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქციას სჯერდება. ზოგი კი ვერც ამას ახერხებს.

5. ბავშვად ყოფნის უფლება

ფოტო: Shutterstock

"ბავშვობაში ბავშვად ყოფნის უფლება ფუფუნებაა. გულდასაწყვეტია ის, რომ უამრავი ბავშვი თინეიჯერობის მიღწევამდეა იძულებული, გაიზარდოს და გამოიწრთოს", — წერს მომხმარებელი, სახელად fibagik.

6. უსაფრთხო სახლი

ფოტო: Shutterstock

"უსაფრთხო ადგილი, სადაც დაიძინებ. პრივილეგირებული ვარ, რადგან უსაფრთხო საცხოვრებელი მაქვს და ამას მას შემდეგ უფრო მივხვდი, რაც პანდემია დაიწყო. უსაფრთხო, სტაბილური და კომფორტული სახლის გარეშე ყოფნა ლოქდაუნის დროს ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა", — DeathSpiral321.

"სახლში უსაფრთხოების შეგრძნება, რადგან იცი, რომ მშობლები და და-ძმა შენზე არ იძალადებენ" — holly10012.

7. იმის არცოდნა, თუ რა არის ომი

ფოტო: Shutterstock

"[პრივილეგიაა], როცა ციდან ბომბები არ ცვივა", — Antagonist1k.

8. დასალევი წყალი, რომელიც ონკანიდან მოდის

ფოტო: Shutterstock

ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ბევრისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

9. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ცხოვრება

ფოტო: Shutterstock

"ეს უფრო და უფრო იშვიათია, თუმცა უამრავი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რამხელა ბედნიერებაა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ცხოვრება", — SmolAnxiousSprinkle.

10. სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა

ფოტო: Shutterstock

სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენი არაა, რომ მკურნალობის შესაძლებლობა უამრავი ადამიანისთვის ფუფუნებაა.