HBO-ს საკულტო სერიალის, სამეფო კარის თამაშეების, ხუთი მსახიობი, რომლებიც სერიალში წამყვანი პერსონაჟების როლებს ასრულებენ, ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალ ჰონორარს მიიღებენ.

ლინა ჰიდი, პიტერ დინკლეიჯი, ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ HBO-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის მიხედვით სერიალის თითო ეპიზოდში $2,5 მილიონს მიიღებენ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მსახიობები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ სერიალის შემოსავლიდანაც, ანუ იმ შემთხვევაში თუ სამეფო კარის თამაშები ახალი ან წინა სეზონები საქართველოშიც გავა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერსეი ლანისტერს პურის ფულს ვუგზავნით.

მეშვიდე სეზონის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცით, მაგალითად, ის, რომ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ეურონ გრეიჯოი იქნება, ჯონ სნოუ და დაენერის ტარგარიენი კი როგორც იქნა ერთმანეთს შეხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი სერსეი ლანისტერის წინააღმდეგ ალიანსის შექმნას გადაწყვეტენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკმაოდ რთული საქმე იქნება, რადგან ლინა ჰიდიმ ერთ-ერთ ინტერვიუში სერსეი ლანისტერის ბედზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი პერსონაჟი აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც მას დასჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს ძლიერ და ძალაუფლების მქონე პერსონაჟად.

თავად ავტორი, ჯორჯ მარტინი კი გვაფრთხილებს, რომ ბედნიერი დასასრულის იმედი არ უნდა გვქონდეს.

სერიალის ახალი სეზონი 16 ივლისს დაიწყება.