სამარცხვინო განცხადება იყო, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულება გააჩნიათ — კალაძე კულებაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. კალაძე ამბობს, რომ სამარცხვინო იყო კონტრაბანდაზე ბრალდებაც. მისი თქმით, მტკიცებულებები არა საქართველომ, არამედ უკრაინამ უნდა წარმოადგინოს.
"საქართველოს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოსადგენი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ ბევრი სხვა სამარცხვინო განცხადება მოვისმინეთ. და ჩვენ ველოდებით უკრაინის მხარისგან, ბრალდება იყო მათი მხრიდან გაჟღერებული, სამარცხვინო ბრალდება და კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულება გააჩნიათ", — თქვა მან.
კულებას განცხადებით, საქართველომ დამაჯერებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს არ უწყობს რუსეთს კონტრაბანდული საქონლის შეტანაში.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.
პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.
- მიზანმიმართული პროვოკაციაა — კალაძე კონტრაბანდაზე
- მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია — პაპუაშვილი კონტრაბანდაზე
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.
ამავე თემაზე:
- რას ამბობს ვერეშჩუკი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კონტრაბანდის სავარაუდო ხელშეწყობაზე
- ბრალდებებზე ვერ ვისაუბრებ, ქვეყნები, რომლებიც კრემლის საომარ ძალისხმევას მხარს უჭერენ, შედეგებს ნახავენ — პრაისი კონტრაბანდაზე
- საქართველოს მთავრობისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, უკრაინასთან დგანან თუ ფარულად ეხმარებიან პუტინის რეჟიმს — გალერი
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები