ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს და ომის დანაშაულს უწოდებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი გმობს ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს და ომის დანაშაულს უწოდებს. როგორც CNN წერს, ეს ისრაელის მხრიდან ყველაზე მკაცრი განცხადებაა. მინისტრი წერს, რომ კიდევ ერთხელ, დიდი და ძლიერი ქვეყანა შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში ყოველგვარი გამართლების გარეშე.
"კიდევ ერთხელ, მიწა გაჟღენთილია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლით. კადრები უკრაინიდან შემზარავია. რუსეთის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მე მკაცრად ვგმობ ამ სამხედრო დანაშაულებს", — ამბობს ლაპიდი.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ასევე დაგმო ბუჩაში მომხდარი სისასტიკე, თუმცა რუსეთი არ დაუდანაშაულებია.
"ჩვენ შოკირებული ვართ ბუჩას კადრებით და ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ ამას. გამოსახულებები ძალიან მკაცრია. ტანჯვა, რომელიც უკრაინელ ხალხს აწუხებს, უზარმაზარია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დასახმარებლად", — თქვა პრემიერმინისტრმა.
20 მარტს ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა, სადაც თქვა, რომ "გულგრილობა კლავს". სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინელების მიმართ ჰგავს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს ებრაელების მიმართ. მანვე აღნიშნა, რომ ათიათასობით უკრაინელი ახლა სხვა ქვეყნებში ეძებს უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ადრე ებრაელები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი ყოველი სიტყვა პარლამენტარებს გულზე მტკივნეულად ხვდებათ. მისივე თქმით, შუამავლობა სახელმწიფოებს შორისაა შესაძლებელი და არა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
მიმართვამდე, 14 მარტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი რუსეთისთვის სანქციების არიდების გზა არ იქნება. მისივე თქმით, ისრაელი გააკეთებს ყველაფერს, რათა მედიაციის პროცესს ხელი შეუწყოს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები