სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ მათ ძალადობის ორგანიზების მუხლი შეუმსუბუქა და ძალადობაში გადაუკვალიფიცირა.

ირაკლი წიგნაძეს, ბაქარი მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს და დავით ქოჩიაშვილს თავისულფების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრათ, ვანო ბურდულს კი 1 წლითა და 6 თვით.

5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულთა ნაწილს პატიმრობა 4 აპრილს შეეფარდა. სხვადასხვა ეპიზოდზე ბრალდებულებს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 წლითა და 3 თვით და 3 წლით, ხოლო ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.