ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის, საქართველოს. ლოიდ ოსტინის კომენტარს ამერიკის ხმა ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და სარაკეტო სისტემები.

"ჩვენ ვსწავლობთ... რა სურთ უკრაინელებს. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვესაუბრებით. [დახმარება] იქნება უმეტესწილად იმის გამეორება, რაც უკვე გადავეცით, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ისეთ რამეებს, რაც მათ მისცემთ ბრძოლაში უპირატესობას. და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი [შეარაღების] გადაცემა", — თქვა ოსტინმა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში