ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქცების ახალი პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მუშაობენ დამატებით სანქციების დაწესებაზეც.

სანქცების ჩამონათვალს ლაიენი Twitter-ზე ავრცელებს:

  • რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა;

  • ტრანზაქციის სრული აკრძალვა 4 ძირითად რუსულ ბანკთან, მათ შორის VTB-სთან;

  • აიკრძალა ევროკავშირის პორტებში რუსეთის, მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთ-ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლა;
  • 10 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვები გადამწყვეტ სფეროებში: მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა;
  • 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები;
  • მიზანმიმართული ღონისძიებები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა.

ეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტია. ლაიენი წერს, რომ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება გადამწყვეტია მთელი მსოფლიოსთვის.