დანია ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 15 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები სისასტიკის, ბოროტებისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითია.

სამინისტრომ განაცხადა, რომ არ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოსკოვთან. მათი თქმით, რუსეთის ელჩი და საელჩოს სხვა წევრები გაძევებულთა სიაში არ არიან. დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში განაცხდა, რომ რუსეთის საელჩოში ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი მუშაობდა.

ბუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდა გააძევებდნენ.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.