გერმანია ბუჩაში რუსული ჯარების სისასტიკის საპასუხოდ, ქვეყნიდან 40 დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, მსხვერპლთა სურათები რუსეთის ხელმძღვანელობის დაუჯერებელ სისასტიკეს აჩვენებს. ბერბოკი ამბობს, რომ მსგავსი ფოტოები რუსების ჯარების მიერ დაკავებული სხვა ტერიტორიებიდანაც შეიძლება გამოჩნდეს.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.