ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის თქმით, საქართველომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, უკრაინის გვერდით დგას თუ პუტინის რეჟიმს ფარულას ეხმარება. ასე ეხმაურება ის უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადება გვჭირდება, თუ სად დგანან ისინი, უკრაინასთან და ევროკავშირთან, თუ ფარულად ეხმარებიან პუტინის რეჟიმს. ჯერ კიდევ, იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან არიან. ვიმედოვნებ, [უკრაინის დაზვერვის] ბრალდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ, მცდარია", — წერს ის Twitter-ზე.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში. დაზვერვაში აცხადებენ, რომ დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი, აღმოსავლეთ აზია. მათივე თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

გაიგე მეტი: