გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ კობერიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა. ინფორმაცია On.ge-ს სასამართლოშიც დაუდასტურეს.

"ჩემი თავი დავიცავი, მოსამართლემ სრულად უდანაშაულოდ მცნო, წავალ ახლა სინორს მივირთმევ და ზღვას გავხედავ", — წერს ის.

ცოტნე კობერიძე გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს "ბიძინას მონა" უწოდა. კობერიძესთან მყოფმა On.ge-ს უთხრა, რომ რეპლიკის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა მას "შე საცოდაო" მიაძახა.