პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის ბრალდებას რუსეთში კონტრაბანდის შეტანის ხელშეწყობაზე ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან მიუღებელია.

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია", — წერს პაპუაშვილი.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში. დაზვერვაში აცხადებენ, რომ დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი, აღმოსავლეთ აზია. მათივე თქმით, განიხილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

გაიგე მეტი: