დრონებით გადაღებული ვიდეოები სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც ტესლას ბერლინის მეგა ქარხანაზეა საუბარი. მსგავსი ვიდეოები ალბათ გინახავთ, საუბარი გვაქვს ტესლას ნევადისა და შანხაის ქარხნებზე.

თუმცა, არის რაღაც განსაკუთრებით დრონის მიერ გადაღებულ უახლეს ვიდეოში, რომელიც მოწოდებულია Tesla-ს მიერ და ის ამჯერად ბერლინში, ტესლას Gigafactory-ის ასახავს. 2-წუთიანი ვიდეო გვაძლევს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმაზე თუ რა ხდება ქარხნის შიგნით.

კადრები იმდენად მოქნილია, რომ აშკარაა ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატითაა გადაღებული. კადრებზე პასუხისმგებელი კომპანია Skynamic-ია, რომელმაც ადრე ილონ მასკის საცეკვაო ვიდეო გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ბერლინის ქარხნის ვიდეოს, გამოსატოვებელი ნამდვილად არ არის. ის იწყება საწარმოს გარე სივრციდან, სადაც ნაჩვენებია გაჩერებული ტესლას მანქანების კადრები. ამის შემდეგ დრონი ფრთხილად და ოსტატურად გადადის ქარხნის შიგნით და აგრძელებს ფრენას მჭიდრო ზოლებში.

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ რა ხდება ტესლას ბერლინის მეგა ქარხანაში: