თბილისის მერი, კახა კალაძე ბუჩის ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ძალადობას, ტერორსა და სადიზმს ერთადერთი სახელი აქვს და ეს არის ბუჩა.

"ძალადობას, ტერორს, სადიზმს დღეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ეს არის ბუჩა. ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ საშინელებას, რაც ვნახეთ ბუჩაში. დარწმუნებული ვარ, ეს ამაზრზენი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე წუთებში", — წერს ის Twitter-ზე.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.