ლოს-ანჯელესმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის რიგით 64-ე დაჯილდოებას ჩვეულებრივზე 2 თვით გვიან, 3 აპრილს უმასპინძლა. წლევანდელი გრემის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ჯაზისა და R&B-ის შემსრულებელი მუსიკოსი ჯონ ბატისტი გახდა, რომელმაც 11 ნომინაციიდან 5-ში გაიმარჯვა. Silk Sonic-მა 4 გრემი მოიპოვა, ოლივია როდრიგომ და Foo Fighters-მა კი 3-3.

წლევანდელი გრემი იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამსწრე საზოგადოებასა და მსოფლიოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა:

"ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ჯავშანს ატარებენ. ისინი საავადმყოფოებში დაჭრილებს და იმ ადამიანებსაც კი უმღერიან, რომლებსაც მათი არ ესმის. მაგრამ მუსიკა მათთან მაინც მიაღწევს", — განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გრემიზე შეკრებულ მუსიკოსებს მოუწოდა, რომ ის სიჩუმე, რომელიც რუსულ ბომბების შედეგია, მუსიკით შეავსონ და მსოფლიოს უკრაინის შესახებ უამბონ.

უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა მაყურებელმა ჯონ ლეგენდის ახალი სიმღერის, სახელად Free-ს, შესრულებამდე მოისმინა. სიმღერასთან ერთად კი მაყურებელი ეკრანზე უკრაინის ომის მძიმე ფოტოებს ხედავდა. ლეგენდთან ერთად სცენაზე უკრაინელი მუსიკოსები მიკა ნიუტონი და სუზანა იგლიდანი იდგნენ. უკრაინელმა ლუბა იაკიმჩუკმა, რომელიც სამშობლოდან ცოტა ხნის წინ გამოიქცა, ლექსიც წაიკითხა.

ნახეთ გამარჯვებულები მთავარ კატეგორიებში:

წლის საუკეთესი ალბომი

  • ჯონ ბატისტი — We Are (გამარჯვებული)
  • ტონი ბენეტი და ლედი გაგა — Love For Sale
  • ჯასტინ ბიბერი — Justice
  • Doja Cat — Planet Her
  • ბილი აილიში — Happier Than Ever
  • H.E.R. — Back Of My Mind
  • Lil Nas X — Montero
  • ოლივია როდრიგო — Sour
  • ტეილორ სვიფტი — Evermore
  • კანიე უესტი — Donda

წლის საუკეთესო ჩანაწერი

  • I Still Have Faith In You — Abba
  • Freedom — ჯონ ბატისტი
  • I Get A Kick Out Of You — ტონი ბენეტი და ლედი გაგა
  • Peaches — ჯასტინ ბიბერი ft Daniel Caesar & Giveon
  • Right On Time — ბრენდი კარლაილი
  • Kiss Me More — Doja Cat ft Sza
  • Happier Than Ever — ბილი აილიში
  • Montero (Call Me By Your Name) — Lil Nas X
  • Drivers License — ოლივია როდრიგო
  • Leave The Door Open — Silk Sonic (გამარჯვებული)

წლის საუკეთესო სიმღერა

  • Bad Habits — ედ შირანი
  • A Beautiful Noise — ალიშა კისი და ბრენდი კარლაილი
  • Drivers License — ოლივია როდრიგო
  • Fight For You — H.E.R.
  • Happier Than Ever — ბილი აილიში
  • Kiss Me More — Doja Cat ft Sza
  • Montero (Call Me By Your Name) — Lil Nas X
  • Peaches — ჯასტინ ბიბერი ft Daniel Caesar & Giveon
  • Leave The Door Open — Silk Sonic (გამარჯვებული)
  • Right On Time — ბრენდი კარლაილი

წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი

  • Arooj Aftab
  • ჯიმი ალენი
  • Baby Keem
  • Finneas
  • Glass Animals
  • Japanese Breakfast
  • The Kid Laroi
  • არლო პარკსი
  • ოლივია როდრიგო (გამარჯვებული)
  • Saweetie

წლის საუკეთესო პოპ შესრულება

  • ჯასტინ ბიბერი — Anyone
  • ბრენდი კარლაილი — Right on Time
  • არიანა გრანდე — Positions
  • ბილი აილიში — Happier Thank Ever
  • ოლივია როდრიგო — Drivers License (გამარჯვებული)

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.