საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზეა. მარტში წლიური ინფლაცია 11,8%-ს გაუტოლდა.

მარტში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17,8%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,69%-იანი წვლილი შეიტანა.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც მარტში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 263,3%-ით;
  2. ბადრიჯანი — გაძვირდა 61,4%-ით;
  3. ქლიავი — გაძვირდა 60,3%-ით;
  4. ბენზინი — გაძვირდა 45,7%-ით;
  5. დიზელის საწვავი — გაძვირდა 45,7%-ით;
  6. ელექტროყავადანი — გაძვირდა 42,8%-ით;
  7. კარტოფილი — გაძვირდა 39,9%-ით;
  8. თერმომეტრი — გაძვირდა 39,8%-ით;
  9. მარგარინი — გაძვირდა 37,9%-ით;
  10. წიწიბურა — გაძვირდა 37,9%-ით.

გარდა ამისა, გაძვირდა კიდევ 262 დასახელებელის პროდუქტი და მომსახურება, ხოლო გაიაფდა — 23.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.