დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო, მათ ომის დანაშაულები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი არ დაისვენებენ, სანამ სამართლიანობა არ აღსრულდება.

"გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ პუტინის ომის მანქანა გამოიფიტოს", — აცხადებს ჯონსონი.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში