საქართველოს პარლამენტის თავმჯდომაე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი საზარელი სისასტიკით შოკირებულია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

"შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში. მახსენებს 1990-იან წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ საზარელ დანაშაულებს. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", — წერს პაპუაშვილი.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში