პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, გიორგი გახარია ბუჩაში მომხდარს ეხმაურება და ამბობს, რომ არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი ომის დანაშაულების ჩადენისთვის.

"შოკირებული ვარ ბუჩაში რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი მკვლელობებით. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი ამ საშინელი ომის დანაშაულებისა და არაადამიანობის გამო", — წერს გახარია ტვიტერზე.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში