ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის შემდეგ, ქვეყანა უკრაინას ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. როგორც CNN წერს, მორისს არ დაუკონკრეტებია, როდის და რამდენ Bushmasters გაიგზავნიან.

"ჩვენ უკრაინას მხოლოდ ლოცვას არ ვუგზავნით, ვგზავნით იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ ვაპირებთ გავაგზავნოთ ჩვენი ჯავშანტექნიკა, ჩვენი Bushmaster", — თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის პარლამენტს გუშინ, 31 მარტს მიმართა. მან ავსტრალიას დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Bushmaster-ის ჯავშანტექნიკის მიწოდებისკენ მოუწოდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში