ეროვნული ბანკის 27 აპრილის კურსით, ლარი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ფასი უკვე 2,4773 ლარია, წინა დღესთან შედარებით სხვაობამ კი 3,3 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და ახალი კურსით ერთი ევროს ფასი 2,6968 ლარია, ცვლილებამ კი 3,7 თეთრი შეადგინა.