ნახეთ: ცირკუს მირკუსმა საქართველოს საევროვიზიო სიმღერის ვიდეოკლიპი გამოუშვა
2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის, ცირკუს მირკუსის, საკონკურსო სიმღერის — Lock Me In — ვიდეოკლიპი გამოვიდა. სიმღერის პრემიერა ჯერ კიდევ 9 მარტს შედგა, თუმცა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ის ვიდეორგოლის გარეშე, მხოლოდ აუდიოვერსიად გავრცელდა.
ჯგუფი ცირკუს მირკუსი წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2021 წლის ნოემბერში დაასახელა. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჯგუფი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს, მე-5 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.
ბუქმეიკერების საერთო რეიტინგში საქართველო ამ დროისთვის 32-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროფანების აპლიკაციაში ბოლო, მე-40 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროვიზიის ფინალში 2016 წლის შემდეგ არ უმღერია, კონკურსზე 13 მონაწილეობის შემდეგ კი ქვეყნის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.
რიგით 66-ე ევროფესტივალს, რომელშიც 40 ქვეყანა მონაწილეობს, იტალიის ქალაქი ტურინი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ღონისძიების ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ევროვიზია 2022 წლის მონაწილე მომღერლებმა და ქვეყნებმა ევროფესტივალიდან რუსეთის მოხსნა მოითხოვეს. ამასთან, მაუწყებელთა კავშირმა ორგანიზაცია დაატოვებინა რუსულ ტელეკომპანიებსაც, შესაბამისად, უცნობია, შეძლებს თუ არა ქვეყანა მომავალში კონკურსზე დაბრუნებას.
რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის ევროვიზიაზე ქვეყანას ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. აღსანიშნავია, რომ სანამ ჯგუფის წევრები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, უკრაინას ბუქმეიკერები წლევანდელ ევროვიზიაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები