5 რამ, რაც თბილისის თავისუფალ სკოლაზე უნდა იცოდეთ
სკოლის წლები ის გამორჩეული პერიოდია, რომელიც მთელი ცხოვრება გვახსოვს. ბავშვობის და მოზარდობის ძირითად ნაწილს სკოლის კედლებში ვატარებთ, აქ ვიძენთ მეგობრებს, ვიღებთ ცოდნას და ვგეგმავთ მომავალს, ამიტომაც ამ წლების ჯანსაღ გარემოში გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
და მაინც, რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას სკოლის არჩევისას? ინფრასტრუქტურას, სახლთან სიახლოვეს, გარემოს ან უბანს? — რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო საჭირო ხარისხიანი განათლება, უნარების განვითარება და ობიექტური შეფასებაა. ასეთი ადგილია თბილისის თავისუფალი სკოლა, სივრცე, რომელიც მოსწავლეების განათლებაზე და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე თანაბრად ზრუნავს.
1. სკოლის მთავარი ღირებულება გამართული საგანმანათლებლო პროცესია
თბილისის თავისუფალი სკოლა 2017 წელს, საქართველოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის — თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა და მიზნად დაისახა ისეთივე გამართული სასკოლო გამოცდილება შეექმნა, როგორიც მათი საუნივერსიტეტო სწავლებაა.
2. უსაფრთხო და კომფორტული გარემო პრიორიტეტულია
განათლებაზე ფიქრი უსაფრთხო და კომფორტული გარემოს მოწყობით იწყება. თბილისის თავისუფალ სკოლას თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებზე მორგებული გარემო და წესრიგის მენეჯერებისა და ფსიქოლოგთა გუნდები გამოარჩევს, რომლებიც მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
3. აქ გაძლიერებული სწავლებაა
სკოლა მოსწავლეებს თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული და აბსტრაქტული მსჯელობის განვითარებაში ეხმარება.
სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა, პროგრამირება, ინგლისური და ქართულ ენები — ყველაფერი, რაც თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო არაერთ მიმართულებას ექცევა ყურადღება — ეკონომიკას, მეწარმეობას, სამართალს, ფსიქოლოგიას და სხვა დარგებს, რომლებიც შეიძლება მოსწავლის სამომავლო პროფესიადაც კი იქცეს.
4. მზადება სკოლისთვის ადრეული ასაკიდან იწყება
თბილისის თავისუფალ სკოლაში წინასასკოლო მომზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თბილისის თავისუფალი სკოლის დირექტორი, ამირან ამბროლაძე, თავისუფალი სკოლის ფრესქულ პროგრამაზე საუბრისას აღნიშნავს, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ-ემოციური და მოტორული უნარების განვითარებაზე ისინი წინასასკოლო პერიოდშიც ზრუნავენ.
"ფრესქულში ბავშვებს ასწავლიან სკოლისათვის საჭირო უნარებს და არა სასკოლო მასალას. ბავშვებთან, ფრესქულის პედაგოგების გარდა გარდა, აქტიურად მუშაობენ სკოლის ფსიქოლოგები ბავშვის სწორი ფსიქოლოგიურ-ემოციური და მოტორული უნარების ჩამოსაყალიბებლად. აკადემიური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ სკოლის პედაგოგებიც. პირველ კლასში რომ გადადიან ეს ბავშვები, აშკარად ჩანს სხვაობა მათსა და გარედან მოსული პირველკლასელი ბავშვების ქცევასა და სოციალურ უნარებს შორის“, — აღნიშნავს ამირან ამბროლაძე ფრესქულზე საუბრისას.
5. აქ მოსწავლეებს ობიექტურად აფასებენ
ფოტო: Tbilisi Free School
თბილისის თავისუფალი სკოლა შეფასების გამჭვირვალე სისტემაზეა აგებული, ამიტომ მოსწავლეებს არ აქვს განცდა, რომ მასწავლებლები ქულას აკლებენ.
"მე-7, მე-8 კლასიდან ბავშვი იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას და უფრო პრაგმატული ხდება: თუ ვერ დაინახა კავშირი სკოლის საგნებსა და მისი მომავალი ცხოვრების მიზნებს შორის, ის კარგავს მოტივაციას. მას ასევე უნდა დახვდეს გარემო, სადაც სწავლას და ცოდნას აფასებენ", — გვეუბნება ამირან ამბროლაძე.
ამიტომ, თბილისის თავისუფალ სკოლაში მოსწავლეებს უბრალოდ კარგ ან ცუდ ნიშანს კი არ უწერენ, უკუკავშირის საშუალებით ცდილობენ, რომ სამართლიან პროცესს ხელი შეუწყონ, მოსწავლეებს საშუალება მისცენ, რომ საკუთარი სისუსტეები გამოასწორონ, ძლიერი მხარეები კი კიდევ უფრო განავითარონ.
მეტიც, გარკვეული პერიოდულობით სკოლაში ადმინისტრაციულ წერას ატარებენ, რათა მასწავლებლების მხრიდან სუბიექტური შეფასება თავიდან აირიდონ.
თბილისის თავისუფალი სკოლის გეგმები
სკოლაში ამ დროისთვის 600-მდე მოსწავლე სწავლობს, რომელთაც გამორჩეული პროფესიონალები ასწავლიან. სამომავლოდ სკოლის კარი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის იქნება ღია და მათი რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება. სამომავლო და მიმდინარე გეგმებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მისაღები გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებაც შედის, რათა რეპეტიტორის გარეშე შეძლონ როგორც ქართულ, ისე უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარება.
თბილისის თავისუფალი სკოლა გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევა და იგი ნებისმიერ სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. თუ გსურთ, რომ მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები გამოვლინოს და წარმატებას მისთვის საინტერესო მიმართულებით მიაღწიოს, მაშინ მან თბილისის თავისუფალი სკოლის კარი უნდა შეაღოს.
სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს www.free.edu.ge
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
კომენტარები