კრის როკისთვის გარტყმის შემდეგ უილ სმიტს ოსკარი 2022-ის დატოვება სთხოვეს, მაგრამ უარი თქვა
ოსკარი 2022-ის წარმომადგენლების განცხადებით, უილ სმიტს კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემდეგ დარბაზის დატოვება სთხოვეს, მაგრამ მსახიობმა უარი განაცხადა. კინოაკადემიის მმართველთა საბჭომ, რომელიც გასულ ოთხშაბათს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა, განაცხადა, რომ სმიტის წინააღმდეგ ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო სამართალწარმოება დაიწყო.
ბევრ მაყურებელს გაუჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ დატოვა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია უილ სმიტმა ამ ინციდენტის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ უილ სმიტმა კრის როკისთვის სახეში გარტყმიდან ერთ საათში საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა და სცენაზეც წარსდგა.
"მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამას არავინ ველოდოთ. ჩვენ სმიტს დარბაზის დატოვება ვთხოვეთ, მაგრამ მან უარი განაცხადა. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად სხვაგვარად მოვქცეულიყავით", — აცხადებენ კინოაკადემიაში.
კინოაკადემიის თქმით, სმიტს შესაძლებლობა ექნება, რომ თავი წერილობითი პასუხით დაიცვას, რომელსაც საბჭო 18 აპრილს განიხილავს. უილ სმიტს, რომელმაც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაარღვია, აკადემიამ სხვადასხვა ტიპის სანქცია შეიძლება დაუწესოს.
"უილ სმიტის ქმედებები ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე შოკისმომგვრელი და ტრავმული იყო, როგორც დარბაზში მყოფი საზოგადოებისთვის, ასევე ტელევიზიის მაყურებლებისთვის. კრის როკს ბოდიშს ვუხდით სცენაზე მომხდარის გამო და კრიტიკულ მომენტში მისი გამძლეობისთვის მადლობელი ვართ. ჩვენ ასევე ბოდიშს ვუხდით ნომინანტებს, სტუმრებსა და მაყურებლებს იმის გამო, რაც საზეიმო ღონისძიების დროს მოხდა", — ვკითხულობთ აკადემიის განცხადებაში.
ოსკარის მიღების შემდეგ სამადლობელ სიტყვაში უილ სმიტმა კინოაკადემიას ბოდიში მოუხადა, თუმცა კრის როკი არ უხსენებია. მოგვიანებით კი კრის როკს უილ სმიტმა ბოდიში საჯაროდ მოუხადა. "მინდა, ბოდიში საჯაროდ მოგიხადო, კრის. ზღვარს გადავედი და არასწორად მოვიქეცი. ძალიან მრცხვენია. ჩემი ქმედება არ შეესაბამება იმ კაცისას, რომელიც მინდა, რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არაა", — წერს უილ სმიტი კრის როკს. შეგახსენებთ, რომ კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი უკვე განაცხადა.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები