უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო დანაყოფმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა. ინფორმაციას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის თითქმის მთელმა შემადგენლობამ (ორი მოტორიზებული ქვეითი ასეული და ნაღმტყორცნელთა დანაყოფი), რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-4 სამხედრო ბაზიდან (სამხედრო დანაყოფი 66431, ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი) და ჩართული იყვნენ დონეცკის მიმართულებით ბრძოლაში, უარი თქვეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 29 მარტს დანაყოფი გადაიყვანეს კუზმინსკის სამხედრო პოლიგონზე, როსტოვის ოლქში, სადაც მათ გაესაუბრა 58-ე არმიის მეთაურის მოადგილე, თუმცა მისი მოწოდებები დავალებების გაგრძელების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში