საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ის ქართველია და ქართველებისგან ცხოვრობს.

"რუსებთან რა მინდა? მე ქართველებში ვარ და ქართველი ვარ. [...] მე პენსიას ქართველებისგან ვიღებ და ქართველებისგან ვცხოვრობ", — ამბობს ვალია ვანიშვილი ფორმულასთან.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.