თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ტრავმა აღენიშნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.