საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების წითელი ზონა და ინტერVIEW-ს მომავალი სეზონიდან ეთერში განთავსების საკითხზე რადიო თავისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, მაუწყებლის მენეჯმენტი რადიო თავისუფლებასთან ამ საკითხზე შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ On.ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ და მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თიკო ბერძენიშვილმა განუცხადეს.

On.ge-მ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელთან, მარინა ვაშაყმაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო.

დღევანდელი მდგომარეობით, წითელი ზონაც და ინტერVIEW-ც მიმდინარე წლის 17 ივლისიდან ეთერში აღარ გავა. არცერთ გადაცემას მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილება არ მიუღია.