ჩერნიგოვის მერის განცხადებით, მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, რომ თავდასხმებს შეამცირებდნენ, ქალაქში ვითარება არ შეცვლილა და ის "კოლოსალური თავდასხმის" ქვეშაა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი ტყუის. ამბობენ, რომ ინტენსივობას ამცირებენ, მაგრამ სინამდვილეში ინტენსიური დარტყმები გაზარდეს. დღეს იყო კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრში. 25 ადამიანი დაშავდა და ახლა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამიტომ, როცა რუსეთი რაღაცას ამბობს, ის კარგად უნდა გადამოწმდეს", — თქვა მან.

სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის 2 მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. მათი თქმით, ისინი შეამცირებენ საბრძოლო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში