2022 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარის გამო, როცა უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა, ამ შემთხვევის განხილვასთან ერთად ისეთი ავტოიმუნური დაავადების შესახებ გაიზარდა ინფორმაციის გაცვლა, როგორიც ალოპეციაა: კრის როკმა უილ სმიტის ცოლზე, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა.

ჯეიდა პინკეტ სმიტი ყოველთვის ღიად საუბრობდა ალოპეციაზე და მასთან გამკლავების გზებზე: მარტო აშშ-ში ამ დაავადების დიაგნოზით 6,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ალოპეციის საერთაშორისო ფონდის თანახმად, თმის ცვენის პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს. ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული სამედიცინო ცენტრის თანახმად კი, ეს ხშირად გენეტიკის, სტრესის, ჰორმონალური ცვლილებების, სამედიცინო მდგომარეობის ან ასაკის მატების შედეგია.

ჯეიდა ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, ვინც ჯანმრთელობის მსგავსი მდგომარეობის შესახებ ღიად ილაპარაკა: ვარსკვლავების ნაწილს მხოლოდ დროებით აწუხებდა თმის ცვენა, ზოგმა კი თავის გადაპარსვა ან პარიკის ტარება გადაწყვიტა.

ვნახოთ, რას ჰყვებიან ისინი თმის ცვენის პირად გამოცდილებაზე:

1. ჯეიდა პინკეტ სმიტი

ფოტო: Arturo Holmes / FilmMagic / Getty Images

"როცა თმის ცვენა შევამჩნიე კანკალმა ამიტანა, მერე ჩემს თავს ვუთხარი: "ღმერთო ჩემო, რატომ ხარ ასეთი შეშინებული? უბრალოდ იმიტომ, რომ თმის ნაწილი დაგცვივდა?" ამ პრობლემას სხვაგვარად შევხედე, დავფიქრდი კიბოზე, დაავადებულ ბავშვებზე და მივხვდი, რომ თუ უზენაეს ძალას სურს ჩემი თმის წაღება, დაე იყოს ასე. როცა ამ ამბავს სხვა პერსპექტივიდან შევხედე, თითქოს დავმშვიდდი", — თქვა ერთხელ ჯეიდამ.

მან ალოპეციის ნიშნები 2018 წელს შენიშნა, 2021 წელს კი თავის გადაპარსვა გადაწყვიტა: მისი შვილის, უილოუს თხოვნით და მალევე გააცნობიერა, რომ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება შეუძლია.

2. ჯესი ნელსონი

ფოტო: Karwai Tang / WireImage / Getty Images

Little Mix-ის ყოფილი მომღერალი, ჯესი ნელსონი სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა მისმა თმამ ცვენა დაიწყო და როგორც გაირკვა, ამის მიზეზი სტრესი იყო. იმ დროს ჯესი ბულინგის მსხვერპლი იყო და ალოპეცია მნიშვნელოვნად ამძაფრებდა მომღერლის რთულ პერიოდს, თუმცა ამ ამბის შემდეგ თმა ხელახლა გაეზარდა.

3. ვაიოლა დევისი

ფოტო: Abc / ABC via Getty Images

"ერთ დღეს გავიღვიძე და თავზე დიდი უთმო ნაწილი შევნიშნე. მოგვიანებით მივხვდი, რომ პარიკები, რომელთაც ვიყენებდი, უბრალოდ დროებით მალავდა პრობლემას და ჩემს მდგომარეობას არ აუმჯობესებდა. მე იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ხალხს საკუთარ სილამაზეში ვერ დავარწმუნებდი, რადგან თავადაც არ მჯეროდა ამის. თუმცა მალევე ჩემი თავიც და სხვებიც დავარწმუნე, რომ ლამაზი ვიყავი და ნაწილობრივ გავთავისუფლდი კიდეც მსხვერპლის როლისგან."

4. ნივ კემპბელი

ფოტო: Tasos Katopodis / WireImage / Getty Images

Scream-ის მსახიობი, ნივ კემპბელი ამბობს, რომ თმის ცვენა 20 წლის ასაკში დაეწყო და ეს სტრესულმა პერიოდმა გამოიწვია.

"ალოპეცია 23 წლის ასაკში დამემართა. საშინლად გადაღლილი ვიყავი და განქორწინებასაც ვაპირებდი. ამ ყველაფრის პარალელურად, ხალხისგან მუქარის წერილებსაც ვიღებდი. ასეთმა ძლიერმა სტრესმა თმის ცვენა გამოიწვია".

5. ტაირა ბენკსი

ფოტო: Ian Tuttle / Getty Images for Breakthrough Prize

ტაირა ბენკსი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სტრესს და ალოპეციას ერთად ებრძოდა. მოდელმა და ტელეწამყვანმა თქვა, რომ წიგნის Modelland წერის პროცესში შეამჩნია, რომ თმა ცვიოდა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი დამამშვიდებელი საჭმელი იყო. როცა საკუთარ თავს გვერდიდან შევხედე, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჯანსაღი. ამ ყველაფერზე ცრემლების გარეშე საუბარი ძალიან რთულია", — განაცხადა ტაირამ.

6. კონგრესვუმენი აიანა პრესლი

ფოტო: Paul Morigi / Getty Images

2020 წლის დასაწყისში ამერიკელმა კონგრესვუმენმა აიანა პრესლიმ განაცხადა, რომ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა ალოპეციით. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ თმის ცვენა შეეჩერებინა, საბოლოოდ გამელოტდა.

"არ მინდოდა დაძინება, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად გათენდებოდა და ნიჟარაში ბევრი თმა დამხვდებოდა. სარკეში ჩახედვისას, ჩემი თავი უფრო და უფრო უცხოდ მეჩვენებოდა", — გაიხსენა აიანამ.

მან ამავე ვიდეოში პარიკი მოიხსნა და საკუთარი თავი საიდუმლოსა და სირცხვილისგან გაათავისუფლა.

7. კირა ნაითლი

ფოტო: Kristy Sparow / WireImage

მრავალი ფილმისთვის თმის შეღებვის გამო კირა ნაითლის თმამაც დაიწყო ცვენა. ყველაფერი იმდენად ცუდად მიდიოდა, რომ მან სხვადასხვა პარიკის ტარება გადაწყვიტა, რაც საბოლოოდ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მისი თმის ზრდისთვის.

"სხვადასხვა ფილმში მონაწილეობისას თმის შეღებვა ხშირად მიწევდა, რამაც ამ დაავადების განვითარებას შეუწყო ხელი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მე ვიყენებდი ყველანაირ პარიკს, რაც კი ოდესმე გინახავთ", — თქვა კირამ 2016 წელს.

8. ნაომი კემპბელი

ფოტო: Thierry Chesnot / Getty Images

ნაომი კემპბელს თმის ცვენა შედარებით გვიან დაიწყო. ის ამბობს, რომ დაავადება მრავალჯერადად გაკეთებული თმის დაგრძელების პროცედურით იყო გამოწვეული, მაგრამ საბედნიეროდ, მას შემდეგ, რაც თმაზე ზრუნვა დაიწყო, პრობლემამ პროგრესირება შეწყვიტა და თმამ ზრდა განაგრძო.

9. ალისა მილანო

მას შემდეგ, რაც COVID-ით დაინფიცირდა, თმის ცვენის პრობლემა ალისა მილანოსაც დაეწყო. ეს ყველაფერი იმ სტრესით იყო გამოწვეული, რომელიც მისმა სხეულმა ვირუსთან ბრძოლაში გადაიტანა.

"ვიფიქრე, კარგი იქნებოდა მეჩვენებინა, რა შეუძლია გაუკეთოს COVID-19-მა შენს თმას ერთ დავარცხნაში", — ამბობს მან ვიდეოში.

10. რიკი ლეიქი

"ჩემს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ თმის ცვენა გამოწვეული იყო მრავალი ფაქტორით: დიეტა, ჩასახვის კონტროლი, წონის რადიკალური ცვლილება წლების განმავლობაში, ორსულობა, გენეტიკა, სტრესი, თმის საღებავები და დაგრძელება. გადაცემებმა და ფილმებმა, იქნება ეს DWTS თუ ჩემი თოქ-შოუ, ასევე იმოქმედა ჩემი თმის დათხელებაზე", - წერს რიკი ინსტაგრამზე.

რიკი ამბობს, რომ ეს განსაცდელი იყო "დამამძიმებელი, უხერხული, მტკივნეული, საშინელი და დამთრგუნველი". 2020 წელს მან საბოლოოდ გადაწყვიტა, გადაეპარსა თავი და ყველასთვის გაეზიარებინა ეს პრობლემა.

"ჩემს ცხოვრებაში, თითქმის არავინ იცოდა იმ დიდი ტკივილისა და ტრავმის სიმძაფრე, რომელსაც განვიცდიდი... ვიცი, რომ სიმართლის გაზიარებით მრავალ ქალსა და კაცს სტიმულს მივცემ. მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში და ჩემი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ამავდროულად გავთავისუფლდე იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც ვცხოვრობდი".

11. კრისტინა მილანი

ფოტო: Dominik Bindl / Getty Images

2020 წელს კრისტინას მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა დაეწყო. შექმნილი სიტუაციით ის თავს დამცირებულად და შერცხვენილად გრძნობდა:

"ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ არ ვარ ის გოგო, რომელიც თმას შხაპის ქვეშ ტოვებს. შენ ვერ ნახავ ჩემს თმას აბაზანის ნიჟარაში. სამწუხაროდ, მე გავხდი ეს გოგო... მე ნამდვილად ვგრძნობდი იმედგაცრუებას და მქონდა პერიოდები, როცა ძალიან მინდოდა ტირილი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ოდესმე თმა ისევ გამეზრდებოდა", — ამბობს კრისტინა

მოგვიანებით მან შეძლო ეპოვა ისეთი საშუალებები, რომლებიც თმის ცვენის შეჩერებაში დაეხმარებოდა.