შეიარაღებულმა პირმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მან ჯერ სახლების აივნების მიმართულებით დაიწყო სროლა, შემდეგ კი ხალხს ესროდა ქუჩებსა და მანქანებში.

ისრაელის მედია უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდამსხმელი პალესტინელი იყო.