უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არისტოვიჩის განცხადებით, რუსი სამხედროები ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ისევ ცდილობენ. ამაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 4-ჯერ ისროლეს. ოპერატიული ინფორმაციით, ისინი კიდევ ცდილობენ პრეზიდენტის, სამხედრო ან პოლიტიკური ხელმძღვანელების მკვლელობას. თქვენი მონამორჩილი, სხვათა შორის, ამ ხუთეულშია — ეს ინფორმაციაა ოპერატიული მონაცემებიდან. კიდევ ერთი — მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტის ოფისზე თავდასხმა მოლაპარაკებების ყველა გზის მოშლაა", — განაცხადა არესტოვიჩმა.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში