რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ლევობერეჟნის რაიონის N2 საავადყოფოდან 70-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, გატაცებულებს შორის არიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე პაციენტები.

"ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ადამიანის ყველა შესაძლო საერთაშორისო უფლებას არღვევს. ეს შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებებს შევადაროთ, თუმცა ჩვენ მარიუპოლის არცერთ მოსახლეს, რომელიც ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადაუყვანეს, არ დავტოვებთ. დეპორტირებულთა მონაცემთა ბაზას ვქმნით და თანამემამულეების დაბრუნების ეფექტურ მექანიზმზე ვმუშაობთ. ესაა დიდი საქმე, რომელსაც დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ხელმძღვანელობით ვასრულებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხალხი სახლებში დაბრუნდეს", — აცხადებს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში