ნიდერლანდები, ბელგია, ირლანდია და ჩეხეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ რუს დიპლომატებთან დაკავშირებული 17 დაზვერვის ოფიცერი გააძევეს ქვეყნიდან. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციას ეფუძნება, რის მიხედვითაც ეს პირები საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი ქვეყნიდან 21 რუს დიპლომატს აძევებენ. მისივე თქმით, ისინი რუსეთის საელჩოდან და საკონსულოდან არიან.

ირლანდია და ჩეხეთი 5 რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათ 4 მაღალი თანამდებობის პირი გააძევეს. მისივე თქმით, სამინისტრომ აცნობა რუსეთის საელჩოს იმის შესახებ, რომ მათი ქცევა არ შეესაბამება საერთაშორისო დიპლომატიურ სტანდარტებს და მთავრობის გადაწყვეტილებაც ამას ეფუძნება.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკამ ერთი რუსი დიპლომატი საელჩოდან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთის საელჩოებმა ირლანდიასა და ბელგიაში ეს ნაბიჯები დაგმეს და განაცხადეს, რომ უპასუხოდ არ დარჩება.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში