დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი პუტინსა და მის რეჟიმს განსჯიან ქმედებებით და არა სიტყვებით.

"ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ არაფერი, გარდა რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა", — ამბობს ის.

პრესსპიკერის თქმით, კიევის ირგვლივ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს იმიტომ ამცირებს, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებით დაახევინეს მათ უკან.

გაიგეთ მეტი:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში